2022 წლის 3 დეკემბერს კომპანია მედიქალ ვორლდიმა საქართველოს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ასოციაციასთან ერთად , სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას:
„ ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები ფიზიოთერაპიასა და რეაბილიტაციაში“
კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში, გაიმართა საინტერესო დისკუსიები, ასევე მოწვეულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა პრაქტიკაში ენახათ თითოეული აპარატის ფუნქცია, მნიშვნელობა და მუშაობის პრინციპები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოდან წამყვანი რეაბილიტოლოგები, ნეიროქირურგები და ნევროლოგები.
ღონისძიების მთავარი მიზანი ინოვაციური სტანდარტების დანერგვა და აღნიშნული დარის კიდევ უფრო მეტად განვითარება იყო .
ლევან ქობალია მედიქალ ვორლდის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დარგის განვითარებაში, ჩვენი იდეაც, ვყოფილიყავით ორგანიზატორები სწორედ ამას ემსახურება , სამომავლოდ ვფიქრობთ რომ სისტემატიური ხასიათი მივცეთ ყოველივე ზემოთ ხსენებულს, უფრო მეტად ჩავრთოთ მასში სხვადასხვა ასოციაციები, სტრუქტურები , გამაჯანსაღებელი თუ სამედიცინო ცენტრები და ა.შ.
ვალერი ახალკაცი. კლინიკა კენ ვოლკერის კლინიკური დირექტორი მედიცინის დოქტორი
დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება სამედიცინო ტექნოლოგიების გამოუენებას ფიზიოთერაპიაში და რეაბილიტაციაში, აღნიშნულ ფორუმს სრულიად საქართველოდან ესწრებოდა უამრავი ადამიანი, ღონისძიება ეხებოდა სამედიცინო ტექნოლოგიებს რომელიც ფართოდ გამოიყენება აღნიშნულ დარგში, გაზიარებული იქნა საკმაოდ საინტერესო საკითხები, სწორი მიდგომები და საბოლოო მთავარი პათოსი ჩემი აზრით ის არის რომ სრულიად სამედიცინო საზოგადოება უნდა შეთანხმდეს ერთიან პოლიტიკაზე , მიდგომებზზე შემდგომი მუშაობის და განვითარების პრინციპებზე სადაც ფართოდ იქნება გამოყენებული თანანედროვე ტექნოლოგიები რომელიც იქნება როგორც ხარჯთეფექტური ისევე ხელმისაწვდომი ჩვენი პაციენტებისათვის.
ნათია ჯღამაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ზოგადად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის რადგან ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ნაკლებად ხდება მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება , ჩვენთვის მნიშვნელოვანია სისტემატიური სახით ვეცნობოდეთ ახალ ტექნოლოგიებს და ვუზიარებდეთ ჩვენს გამოცდილებას ერთმანეთს კოლეგები
სოფო შაგიძე, კლინიკა კენ ვოლკერის ბავშვთა და მოზრდილთა მიმართულების ხელმძღვანელი,
დღევანდელი ჩვენი ღონისძიება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით ესაა როგორც რეაბილიტაციის მნიშვნელობა ასევე ტექნოლოგიების როლი ამ სფეროში , წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა ტექნიკა ასევე ტექნოლოგიური რობოტები რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და გვეხმარება პაციენტს მიეცეს სრულფასოვანი რეაბილიტაციის შესაძლებლობა, ვისურვებდი მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვას რადგან გვეძლევა შესაძლებლობა გავმართოთ საინტერესო დისკუსიები და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება
მიხეილ ჯანჯღავა MD. MPH ბავშვთა და მოზრდილთა ორთოპედ-
ტრავმატოლოგი, ქირურგი, საქართველოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის
ასოციაციის წევრი, მსოფლიო ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ასოციაციის
(SICOT) წევრი, (EPOS) ევროპის ბავშვთა ორთოპედიის ასოციაციის წევრი. AO
foundation/trauma წევრი.
მოხარული ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში, დღეს ჩვენი დარგის წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე, კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს ან დღის წარმატებულად გამართვისთვის.
ელი დენიელი , ამერიკელი ექიმი პოდიატრი, მედიცინის
დოქტორი, გრამედიკა-ს ინსტიტუტის წევრი. ტერფის მასტერი. ჩიკაგოს
უნივერსიტეტის პროფესორი.
მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. არაჩვეულებრივი კონფერენცია იყო. უამრავი ხალხი დაესწრო. მოხარული ვარ რომ მეც აქ ვარ. დიდი შრომაა ჩადებული. საინტერესო სიახლეებია, არაჩვეულებრივი მომხსენებლები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ