About Us

კომპანია „მედიქალ ვორლდის“ ერთ-ერთი მიმართულებაა Medical World Spa&Wellness, რომელიც მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული.

Medical World Spa&Wellness მომსახურების არეალი მოიცავს სასტუმრო, დასასვენებელი, გამაჯანსაღებელი, ბალნეოლოგიური, საკურორტო კომპლექსების სრულად აღჭურვასა და მომსახურებას.

„მედიქალ ვორლდი“ თანამშრომლობს სფეროს ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიცაა: GHARIENI, EME, PHYSIOMED, TRAUTWEIN, UBENSCHNAIDEN.

კომპანიის პრიორიტეტია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის იმპორტი და მომხმარებლისთვის მიწოდება ექსპლუატაციისთვის მზა პირობების შესაქმნელად. კვალიფიციური ინჟინრების გუნდი კი სრულ ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

„მედიქალ ვორლს“ სპა და ველნეს მიმართულებით განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შორისაა:

  • თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
  • კურორტი „საირმე“
  • სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ბორჯომი პალასი“
  • სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „პრომეთე“

„მედიქალ ვორლდი“ მუდმივად განვითარებადი კომპანიაა. მისი წარმომადგენლები სისტემატურად ესწრებიან კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს მასშტაბით, რათა მომხმარებელს თანამედროვე, უახლესი ტენდენციების შესაბამისი პროდუქცია შესთავაზონ.

Cart