MEDICAL WORLD SPA & WELLNESS – ინოვაციური აღჭურვილობა

Medical World Spa & Wellnes წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ ინოვაციურ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია, ქვეყანაში შემოიტანოს მაღალი ხარისხის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი აღჭურვილობა და ექსპლუატაციისთვის მზა პირობები შექმნას.

Medical World Spa & Wellnes – ის გუნდს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 

Medical World Spa & Wellnes – ის მომსახურების არეალს მოიცავს: სასტუმრო, გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი, ბანეოლოგიური, საკურორტო კომპლექსების სრულად აღჭურვა და მომსახურება.

Medical World Spa & Wellnes წარმოადგენს სამედიცინო აპარატურის იმპორტიორი კომპანიის Medical World – ის ახალ მიმართულებას. აღნიშნული კომპანია, 19 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, არის წამყვანი იმპორტიორი ქვეყანაში.

“ჩვენ საკმაოდ თამამ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა, ვიყოთ, ერთ-ერთი ინოვაციური კომპანია სპა და ველნესის მიმართულებით. მზად ვართ, საკუთარი გამოცდილება თამად გავუზიაროთ ყველაზე კრიტიკულ მომხმარებლებს და სრულად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა და ინტერესები”, აღნიშნა ლევან ქობალიამ, Medical world-ის დამუძნებელმა Georgia Today – სთან ინტერვიუში.

რატომ დაინტერესდით სპა და ველნესის მიმართულებით?

ჩვენ კურორტებთან და სასტუმროებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. დავინახეთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს გაუჩნდათ ინტერესი, არა მხოლოდ სამედიცინო აპარატურა დაედგათ სასტუმროში და ფიზიოლოგიურ ლაბორატორიად გამოეყენებინათ, არამედ განევითარებინათ სპა და ველნეს მიმართულებაც. მათ ნდობა გამოგვიცხადეს და ჩვენც დავიწყეთ გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო დანადგარების ჩამოტანა ქვეყანაში.

მომსახურების რა არეალი მოიცავს Medical World Spa & Wellnes?

ჩვენი ოპერირების სპექტრი საკმაოდ ფართოა. მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ აღჭურვილობას, როგორიცაა სამასაჟო ტახტი, საუნა, ჰიდროთერაპიის აბაზანები, სპეციალური საშხაპეები, რომელიც ადამიანის სისხლის მიმოქცევასა უწყობს ხელს, ასევე გვაქვს ქრონიკული დაავადების სარეაბილიტაციო დანადგარები და სხვა, კიდევ ბევრი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობა. ასევე, ვთავაზობთ დანადგარების ინსტალაციას. 

როგორია თქვენი პროდუქციის ხარისხი?

ჩვენი კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ევროპულ ბრენდებთან, შესაბამისად, გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის  დანადგარები. საქართველოში შემოგვაქვს გერმანული, ავსტრიული, შვეიცარული აღჭურვილობა, რომელიც საუკეთესო ხარისხისაა და გათვლილია ხანგრძლივი პერიოდის მოხმარებისთვის. 

რა პრიორიტეტები აქვს თქვენს კომპანიას?

კომპანიის ძირითადი პრიორიტეტია, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს და პროფესიონალური ტექნიკური მომსახურებით, ექსპლუატაციისთვის მზა პირობების შევქმნათ. ჩვენთვის მნიშნვნელოვანია ხანგრძლივი თანამშრომლობა. მიზნად დავისახეთ, საქართველოში ველნეს მიმართულების განვითარება და გვინდა, ტურიზმს ამ ხაზით შევუწყოთ ხელი. გვსურს, ქვეყნის განვითარება უფრო მაღალ ეტაპზე ავიყვანოთ. ჩვენ, სასტუმროების სერვისების გაუმჯობესებაში დიდ როლს ვთამაშობთ და ვეხმარებით, რომ მათ უფრო მაღალი კლასის მომსახურება და სერვისები შესთავაზონ მომხმარებელს. 

გვიამბეთ თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზე?

ჩვენს კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა შორისაა: ”თბილისის ბანეოლოგიური კურორტი”, „კურორტი საირმე“, სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, “ბორჯომი პალასი”, “პრომეთე“ და სხვა.

Medical World Spa & Wellnes საქართველოში, ველნესის მიმართულებით ინოვაციური კომპანიაა, დაახლოებით 2 წელია რაც ამ კუთხით ვმუშაობთ, თუმცა, სამედიცინო სფეროში ოპერირების 19 წლიანი გამოცდილება გვაქვს და ამ დროის განმავლობაში, მომხმარებლების ნდობა მოვიპოვეთ.

ინჟინრების გუნდიზე და მათ გადასამზადებელ პროგრამაზე გვიამბეთ?

კომპანიას გააჩნია მუდმივად განვითარებადი ინჟინრების გუნდი, რომლებიც გადამზადებას გადიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რათა, შემდგომ, უზრუნველვყოთ სრული მომსახურება, რომელიც მოიცავს თითოეული აპარატის, როგორც ექსპლუატაციაში მოყვანას, ასევე შემდგომ, საჭირო სერვსების შესრულებას.

გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ. 

კომპანია მუდმივი განვითარების რეჟიმში განაგრძობს წინსვლას, ჩვენი მიზანია, ველნესის მიმართულებით საქართველოში ვიყოთ მოწინავე კომპანია. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, ამას მოწმობს საქართველოს საზღვრებს გარეთ არაერთი ჩატარებული ტრენინგი. ჩვენ დავაფინანსეთ კურორტოლოგიის კონფერენცია, მოვიწვიეთ კურორტების წარმომადგენლები, სადაც სიტყვით გამოდიოდნენ სპეციალისტები, რომლებმაც ისაუბრეს “კურორტების როლზე მედიცინაში”. ჩვენ გვსურს, არა მხოლოდ გამაჯანსაღებელი აღჭურვილობა შევთავაზოთ მომხმარებელს, არამედ, ცნობიერება ავამაღლოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტების მნიშვნელობის კუთხით.

Cart