“ლაბორატორია ამბროლაურში გავხსენით, უახლოეს მომავალში მესტიაშიც ვგეგმავთ” – “მედიქალ ვორლდი”
საქართველოში მოქმედი სამედიცინო და სპა-ველნეს აპარატურის იმპორტიორი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიათა ქსელის მმართველი კომპანია „მედიქალ ვორლდი” ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანია თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტზე იყო ორიენტირებული, 2017 წლიდან კი, მათ პორტფელს ლაბორატორიული მიმართულებაც დაემატა და შექმნეს ქსელი, რომელიც დღეს მომხმარებელს 800-ზე მეტ ლაბორატორიულ კვლევას სთავაზობს. “მედიქალ ვორლდის” ლაბორატორიები დღეს ქვეყნის 13 ქალაქში 15 […]